სხვა

13:50 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში 2019

15-17 აგვისტოს თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენა ძალოსანთა საქართველოს პირველობას უმასპინძლებს. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფიცარნაგზე 12 რაიონის 100 მდე სპორტსმენი გავა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი არა მარტო ქართველი გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში ექცევა, რადგან ქვეყნის შიდა ჩემპიონატზე დაძლეული წონები ხშირად ოლიმპიურ და მსოფლიო რეკორდებს აჭარბებს.
ასპარეზობები ყოველდღე 12:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

0.186381