ფეხბურთი

15:16 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ ვერტონგენი გაანაწყენა

„ტოტენჰემის“ მცველი, იან ვერტონგენი ერთობ აღშფოთებული ყოფილა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს საქციელის გამო, რომელმაც ის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ (3:1) განაცხადში არ შეიყვანა.

Daily Mail-ის ცნობით, „დეზების“ დამრიგებელი ბელგიელის ფიზიკური ფორმით იყო უკმაყოფილო.

მისი პარტნიორები გაკვირვებულნი დარჩნენ, როცა პოჩეტინოს გადაწყვეტილების შემდეგ ვერტონგენი სტადიონზე დარჩა და ტრიბუნიდან მიადევნა თვალი მატჩს. მოგვიანებით არგენტინელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ ვერტონგენის განაცხადში არშეყვანა ტაქტიკური თვალსაზრისით იყო გამოწვეული.

0.116414