ფეხბურთი

11:20 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი „რომაში“ გადავა

„რომა“ და „ლივერპული“ შეთანხმდნენ: ხორვატი მცველი, დეიან ლოვრენი რომაული კლუბის ფეხბურთელი გახდება - წერს Evening Standard. ლოვრენი უეფას სუპერთასის მატჩშიც არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს, 14 აგვისტოს გაიმართება სტამბოლში. იქ „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

წყაროს ცნობით, ლოვრენის ყიდვა „რომას“ დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაუჯდება. თავად ხორვატსაც სურს რომაულ კლუბში გადასვლა, რათა რეგულარული სათამაშო დრო მიიღოს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ის სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა „წითლების“ შემადგენლობაში.

0.112507