ჩოგბურთი

21:10 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს პირველ წრეში გამოეთიშა

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უსახური მატჩი ჩაატარა და არაფრით გამორჩეულ რუს ანდრეი რუბლიოვთან 7:6 (7:4), 4:6, 2:6 დამარცხდა.

ცინცინატის მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 735 690 დოლარი) საწყის წრეში ბასილაშვილს კორტზე არაფერი გამოსდიოდა. ფაქტობრივად, ვერ ეხმარებოდა პირველი მოწოდება, თავად მიღებაზე ძალიან სუსტი იყო, ვერ თამაშობდა ბადესთან, უნებლიე შეცდომები კი ტრადიციულად ბევრი ჰქონდა.
ამ ფონზე გასაკვირი ის იყო, რომ ნიკამ პირველ სეტში იმარჯვა, შემდეგ კი, რუსმა ჩოგბურთელმა გამარჯვების შანსი დაინახა და თამაშის სასურველ ფინიშამდე მიყვანა არ გასჭირვებია.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილს ცინცინატიში არ უთამაშია, ამდენად, ქულები დასაცავი არ ჰქონია. ნიკოლოზს ლაივ-რეიტინგში 1985 ქულა შერჩა და მე-17 ადგილზე იმყოფება.

0.107992