სხვა

20:30 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები პლეი-ოფში გერმანიას ეთამაშებიან

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნითი შეხვედრა ფავორიტად შერაცხულ საბერძნეთთან გამართა და 7:18 (1:4, 2:5, 2:4, 2:5) დამარცხდა.

გასულ მატჩში 3-3 გოლი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვალიკო დადვანმა და დაჩი ვასილი თევდორაშვილმა გაიტანეს, ერთხელ კი თავი ლუკა გიორგაძემ გამოიჩინეს.
ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე 1 მოგება (12:10 რუმინეთთან) და 2 მარცხი (საბერძნეთთან და 4:8 მონტენეგროსთან) მოაგროვეს და 3 ქულით B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში D ჯგუფში მე-2 პოზიციაზე გასულ გერმანიას შეხვდება, რომელმაც ხორვატიასა (7:5) და საფრანგეთს (11:6) სძლია, ერთადერთი მარცხი (9:11) კი ესპანეთთან განიცადა.
აღნიშნული მატჩი 14 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება და მასში გამარჯვებული 15-ში, მეოთხედფინალში, იტალიასთან ითამაშებს.
ვთქვათ ისიც, რომ მეოთხედფინალში აპენინელთა გარდა, პირდაპირ გავიდნენ საბერძნეთი, უნგრეთი და ესპანეთი, პლეი-ოფის დარჩენილი 3 წყვილი კი ასე გამოიყურება: მონტენეგრო-ხორვატია, რუსეთი-ჰოლანდია, მალტა-სერბეთი.

0.119462