ჩოგბურთი

15:00 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ძირითადი ბადის მიღმა დარჩნენ

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კონკორდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას 2 ქართველი ჩოგბურთელი – ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე ცდილობდა, თუმცა, მათ მიზანს ვერ მიღწიეს.

მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ კვალიფიკაციის პირველ წრეში იაპონელი იუნრი ნამიგატა 6:3, 6:4 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-3 რეიტინგის მქონე სერბ ნინა სტოიანოვიჩთან 6:7 (1:7), 1:6 წააგო. რაც შეეხება გორგოძეს (მე-11), ის საწყის შეხვედრაში ჩინელ ქსიაოდი იუს ვერ გაუმკლავდა – 6:7 (5:7), 4:6.
წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მე-3 ნომრად განთესილ ტაივანურ დუეტს (პეი ჰსუა ჩენი/იუ-ჩიე ჰსიე) გაეჯიბრებიან.
ამასობაში, გაირკვა, რომ ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-7 რეიტინგის მქონე სერბ ტამარა მალეშევიჩთან ჭიდილი მოუწევს ზოზია ქარდავას.
წყვილებში ზოზია და იტალიელი ჯულია კრეშენცი ძალებს არგენტინულ-ვენესუელურ ტანდემთან (აგუსტინა ჩლპაკი-ნადია ეჩევერია ალამი) მოსინჯავენ.

0.118134