სხვა

12:50 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერმა მონიკამ რონალდუ უარყო

პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუზე ქალები რომ გიჟდებიან - ეს ცნობილი ამბავია და არც ისაა სიახლე, რომ ჩვენს პლანეტაზე კიდით-კიდემდე მოგოგმანე ლამაზმანთა ნაწილი ტურინში ბურთის ლაღად მაგორებელი თავდამსხმელის სიყვარულს საჯაროდ აღიარებს, რაც ერთგვარ მოდადაც კი დამკვიდრდა.

თუმცა, ყველას არ გავს პოლონელი მოდელი მონიკა პიეტრასინსკა, რომელმაც თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ თვენახევრის წინ ვარშავაში ყოფნისას კრიშტიანუმ მასთან გაფანცქვალება სცადა, თუმცა მონიკას უარი უთქვამს, რადგან მას თურმე კრიშტიანუსთანა გადაპრანჭული და თმებგადასლეკილი მამაკაცები არ უყვარს.

მონიკა პისტრასინსკას პოლონეთში თუ სხვაგან მოტრფიალენი რომ უხვად ეყოლება, ამას მისი ფოტოებიდანაც მივხვდებით. ეს ქალი წლებია პოლონეთის სექს-სიმბოლოდ ითვლება და თუკი რონალდუს ამბავს არ იტყუება, მისგან უარის თქმა კრიშძტიანუსთანა, ქალებზე დაგეშილ კუროს გულს უნდა უთუთქავდეს.

0.13027