ფეხბურთი

9:06 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ კარიერა, შესაძლოა „მონაკოში“ გააგრძელოს

„მონაკო“ „ინტერის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა - გვამცნობს Sky Sport. თავად იკარდი ჯერ არ ჩქარობს, რადგან მომავალ გუნდთან პირადი კონტრაქტის პირობების გარკვევას ელოდება.

გასულ სეზონში „ინტერის“ მაისურით, იკარდიმ 37 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. „ნერაძურისთან“ მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. transfermarkt.de იტალიელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112877