ფეხბურთი

20:46 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსს“ ერიკსენის მუქთად ხელში ჩაგდება უნდა

„იუვენტუსს“ კარგა ხანია „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის გადაბირება სურს, თუმცა ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებას არ ჩქარობს - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს მტკიცებით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა დანიელს და 2020 წლის ზაფხულში მათთან გადასვლა შესთავაზა. საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის ერიკსენს „დეზებთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და შეეძლება „იუვენტუსში“ უფასოდ გადავიდეს.

ერიკსენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალიც“ იყვნენ დაინტერესული, მაგრამ დანიელი ლონდონში დარჩა.

ერიკსენი „ტოტენჰემში“ 2013 წელს გადავიდა „აიაქსიდან.“ ტრანსფერი 13,5 მილიონი ევრო დაჯდა.

გასულ სეზონში 28 წლის შუახაზელმა „ტოტენჰემის“ მაისურით, პრემიერლიგის 35 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116143