ფეხბურთი

18:23 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ კოუტინიოთი დაინტერესდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, კარიერა, შესაძლოა, გერმანიაში გააგრძელოს - წერს Mundo Deportivo. გამოცემის ინფორმაციით, 27 წლის ბრაზილიელით „ბაიერნი“ დაინტერესდა და ბავარიელები ახლა მის ფინანსურ მოთხოვნებს სწავლობენ.

მანამდე წერდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, კოუტინიო კატალონიურ კლუბს იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუკი „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის „ბარსელონაში“ გადასვლის სატრანსფერო გარიგებაში ჩართავდნენ.

ბრაზილიელის გადაბირება „არსენალს“ და „ტოტენჰემსაც“ სურდათ, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

კოუტინიო „ბარსელონაში“ „ლივერპულიდან“ 2018 წლის იანვარში გადავიდა. ტრანსფერი 145 მილიონი გირვანქა დაჯდა.

0.14429