ჩოგბურთი

10:52 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი რუბლევით დაიწყებს

ცინცინათის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. რუბლიოვს რამდენიმე კვირის წინ ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკამ სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 აჯობა.

რუბლიოვმა ბასილაშვილამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერნარდ ტომიჩს და მიხაილ კუკუშკინს მოუგო.

ურთიერთშეხვედრებში ნიკა რუსს 2:0-ს უგებს. მატჩი 13 აგვისტოს თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

ცინცინათის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 მილიონი ამერიკული დოლარია.

0.112993