ფეხბურთი

3:57 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავგანწირვა კუმირისთვის

ლუის ფაულერი „ლივერპულის“ პატარა გულშემატკივარია, რომელიც დღის გმირი გახდა. ბიჭუნამ მოჰამედ სალაჰის მანქანა შენიშნა და მისკნე თავქუდმოგლეჯილი გაეშურა - კუმირთან შეხვედრა სურდა.

თუმცა, ბედად, სიჩქარეში განათების ბოძს დაეჯახა და სახე დიაზინია. და მაინც, ლუისს გაუმართლა, ეგვიპტელმა შენიშნა, მანქანიდან გადმოვიდა და პატარა გულშემატკივარი უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

მასთან მივიდა, ავტოგრაფიც მისცა და ფოტოც გადაიღო. შედეგად, ლუისის ცრემლები სიხარულმა ჩაანაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114295