სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:51 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "რუსთავთან" დამარცხდა, "ჩიხურამ" ორი ქულა ბოლო წუთზე დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს ორი მატჩი გაიმართა. წყალტუბოში „ტორპედო“ „რუსთავს“ დაუხვდა, ხოლო ივანწმინდაში „ჩიხურამ“ „სიონს“ უმასპინძლა.

კახა ჩხეტიანის „ტორპედომ“ პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და როგორც ჩანს, გუნდში შეთამაშების პრობლემა ისევ ღიაა. ყოველშემთხვევაში „ტორპედო“ სახეცვლილი გუნდია და ძალიან გაუჭირდება მაღალი მიზნების ბრძოლა თუ სიტუაცია უახლოეს ხანებში არ შეიცვლება.

„რუსთავის“ სასახელოდ კი უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ელიგაში ადგილის შენარჩუნება ვარლამ კილასონიას გუნდისთვის უკვე ძალიან რეალური გახდა. მატჩის ბედი ლუკა სილაგაძის გოლმა გადაწყვიტა. 61-ე წუთზე რუსთაველთა ფეხბურთელმა როინ კვასხვაძის არცთუ საიმედო თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან დალაშქრა იმერელთა კარი.

„რუსთავმა“ 25 ქულა დააგროვა და მეცხრე პოზიციაზე დარჩა, მაგრამ სამშვიდობოს მყოფ „დილას“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. „ტორპედო“ კი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროზონაში მყოფ „ლოკომოტივს“ ერთი ქულა აშორებს.

გაცილებით უხვგოლიანი შეხვედრა შედგა ივანწმინდაში, სადაც „ჩიხურამ“ „სიონს“ უმასპინძლა. სოსო ფრუიძის გუნდი ორჯერ იგებდა და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

გიორგი კორიფაძის პირველ ტაიმში გატანილ პენალტს მეორე ნახევარის დასაწყისში კახაბრიშვილმა უპასუხა, თუმცა „ჩიხურამ“ უმალვე მოახერხა წინ გასვლა დეკანოიძის გოლით. მატჩის კულმინაცია მსაჯის მიერკომპენსირებული მეოთხე წუთი იყო, როდესაც ჯაბა უგულავამ „ჩიხურას“ დაცვაში არსებული სივრცით კარგად ისარგებლა და ბოლნისელებს ქულა გადაურჩინა.

„ჩიხურა“ 28 ქულით მეექვსეა, ხოლო „სიონს“ 26 ქულა აქვს და მერვე პოზიციას იკავებს.

„ჩიხურა“ – „სიონი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 კორიფაძე (28, პენ), 1:1 კახაბრიშვილი (48), 2:1 დეკანოიძე (53), 2:2 უგულავა (90)

„ტორპედო“ – „რუსთავი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სილაგაძე (61)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113754
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X