ძიუდო

14:52 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სომხიშვილის ოქრო იუნიორთა ევროპის თასზე

რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე იუნიორთა ევროპის თასის პირველ დღეს, საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების წევრებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხეს.

მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ.) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა სოფიო სომხიშვილი, ბრინჯაოს მედალს კი სალომე მაკიშვილი დაეუფლა. 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალური ორთაბრძოლა დათმო მარიამ ჭანტურიამ, მე-3 ადგილზე კი ნინო გულბანი გავიდა.
უკვე ცხადია, რომ ქართული დელეგაციის მონაგარი დღეს კიდევ უფრო გამდიდრება. ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს ნატალია ყიფშიძემ (48 კგ.), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) და კლუჟში საქართველოს ვაჟთა ნაკრების ერთადერთმა წარმომადგენელმა გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ.).

0.167567