ფეხბურთი

15:42 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩემ" დანიის ნაკრების მცველი დაიმატა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ჰადერსფილდის" ყოფილი მცველი მატიას იორგენსენი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. როგორც თურქული კლუბი იუწყება, 29 წლის ფეხბურთელმა 3+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის სანაცვლოდ ინგლისელებმა 2 მილიონი ევრო მიიღეს.

მატიასი "ბოლდკლუბენის" აკადემიის აღზრდილია და "კოპენჰაგენმა" 2007 წელს დაიმატა. ინგლისში იორგენსენი 2017 წელს გადავიდა. "ჰადერსფილდის" რიგებში დანიელმა 65 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. დანიის ნაკრებში მცველს 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11178