ფეხბურთი

23:12 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალი პრემიერლიგა ძველი სცენარით

პრემიერლიგა დაიწყო და თითქოს სიმბოლურიაო, ჩემპიონობის ორმა მთვარმა კანდიდატმა თავიდანვე გააგრძელა შარშანდელი უშეღავათო პაექრობა. „ლივერპულმა“ პარასკევს, ელიტაში დაბრუნებული „ნორვიჩი“ 4:1 დაამარცხა (ამ მატჩის შესახებ „მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა) და მართლია, სხვა მატჩები ჯერ არ ჩატარებულიყო, პირველ საფეხურზე დადგა. შაბათს „სიტიმ“ „ვესტ ჰემი“ 5:0 გაანადგურა და ისევ მერსისაიდელთა თავზე მოექცა. ბურთების შეფარდება აქვს უკეთესი. ეს ცოტა იუმორით.

სერიოზულად კი, შაბათის ადრეულ შეხვედრაში, აღმოსავლეთ ლონდონში, პეპ გვარდიოლას ბიჭებმა, ქვა-ქვაზე არ დატოვეს „ჩაქუჩებისგან.“ მართალია, მასპინძელთა დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ შემდეგ თქვა, ანგარიში გუნდების რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავსო, მაგრამ ფაქტია, „სიტიმ“ პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამ მატჩში რამდენიმე რამ მოხდა პირველად. მაგალითად, პრემიერლიგაში პირველად გამოიყენეს ვიდეოარბიტრის სერვისი. შედეგად, VAR-მა სტუმრებს ერთი გოლი გაუუქმა, გაბრიელ ჟეზუსს თამაშგარე დაუფიქსირა.

მერე სერხიო აგუეროს მასპინძელთა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ პენალტი აუღო, თუმცა მსაჯმა დინმა, ჩათვალა, რომ „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა ფეხბურთლმა სასტვენამდე გადაკვეთა საჯარიმოს ხაზი. მეორე დაერტყმა ფაბიანსკიმ ვეღარ მოიგერია.

დაფიქსირდა ახალი სეზონის პირველი ჰეთ თრიქი. რაჰიმ სტერლინგმა სამჯერ დააწყებინა ლონდონელებს ცენტრიდან თამაში.

აგუეროს პენალტზე უკვე ვთქვით. ანგარიში კი ბრაზილიელმა გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა.

დღის გვიან მატჩში ტიტულის კიდევ ერთმა მაძიებელმა, „ტოტენჰემმა,“ სამი წლის თავზე პრემიერლიგაში დაბრუნებული „ასტონ ვილა“ ისტუმრა და 73-ე წუთამდე გვარიანად ანერვიულა ქომაგები.

სტუმრებმა დებიუტშივე გაიტანეს ანგარიში და ტოტენჰემელთა მრავალი ცდის მიუხედავად, მდგომარეობა კარგა ხანს არ შეცვლილა. ლონდონელთა ფრანგი ახალწვეულის, ტანგაი ნ’დობელეს საპასუხო გოლმა კი სტუმრები გატეხა.

მერე ტოტენჰემელთა მთავარვარსკვლავის, ჰარი კეინის დრო დადგა. მან ოთხი წუთის ინტერვალში დუბლი შეასრულა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

ამ ტურში კიდევ ერთი დუბლი ბარნელმა ეშლი ბარნსმა შეასრულა. 29 წლის შემტევმა ორჯერ დაამწუხრა „საუთჰემპტონი.“

სეზონის პირველი გაძევება კი „კრისტალ პალასი“ – „ევერტონის“ უგოლო მატჩში გაფიქსირდა. 76-ე წუთზე მსაჯმა ევერტონელ მორგან შნედერლინს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 1 ტური. 10 აგვისტო

ვესტ ჰემი - სიტი 0:5

ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი.“ 59 870

0:1 ჟეზუსი (25), 0:2, 0:3 სტერლინგი (51, 75), 0:4 აგუერო (84, პენ), 0:5 სტერლინგი (90+2)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ფრდერიკსი, ბალბუენა, დიოპი, კრესუელი, რაისი, უილშირი (სნოდგრასი 56), ლანსინი, ანტონიო (ფორნალსი 46), ანდერსონი (ერნანდესი 66), ალე

მწვთნელი: მანუელ პელეგრინი

სიტი: ედერსონი, სტოუნზი, ლაპორტი, ზინჩენკო, უოკერი, როდრი, დე ბრუინი (გიუნდოგანი 79), მაჰრეზი, დავიდ სილვა (ფოდენი 80), სტერლინგი, ჟეზუსი (აგუერო 69)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ბალბუენა (61), ანდერსონი (62); უოკერი (88), სტერლინგი (90+3)

ტოტენჰემი - ასტონ ვილა 3:1

ლონდონი. „ტოტენჰემ სთედიუმი.“ 60 407

0:1 მაკგინი (9), 1:1 ნ’დომბელე (73), 2:1, 3:1 კეინი (86, 80)

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერ-პიტერსი, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი, უინკსი (ერიკსენი 64), სისოკო, ნ’დომბელე (სკიპი 90+2), ლამელა (ნ’კუდუ 88), მოურა, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ასტონ ვილა: ჰიტონი, ალ მუჰამადი, ენგელსი, მინგსი, ტეილორი, ჰურიჰეინი (დუგლას ლუისი 82), მაკგინი, გრილიში, ტრეზეგე (პელეტეირუ 59), ელ ღაზი, უესლი (კოდია 74)

მწვრთნელი: დინ სმიტი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრილება: ლამელა (87)

ბარნლი - საუთჰემპტონი 3:0

1:0, 2:0 ბარნსი (63, 70), 3:0 გუდმუნდსონი (75)

კრისტალ პალასი - ევერტონი 0:0

გაძევება: შნედერლინი (76, ევერტონი)

უოტფორდი - ბრაიტონი 0:3

0:1 დუკურე (28, საკ. კარში), 0:2 ანდონე (65), 0:3 მოპე (77)

ბორნმუთი - შეფილდი 1:1

1:0 მეფამი (62), 1:1 შარპი (88)

9 აგვისტო

ლივერპული - ნორვიჩი 4:1

1:0 ჰენლი (7, საკ. კარში), 2:0 სალაჰი (19), 3:0 ვან დეიკი (28), 4:0 ორიჯი (42), 4:1 პუკი (64)

სტატისტიკა
0.242885