ფეხბურთი

23:00 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" მოუგებელი სერია შეწყვიტა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 3:0 სტუმრად დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. სტუმართაგან გოლები ჯამბულ ჯიღაურმა, ვლადიმერ დვალიშვილმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანეს.

"დინამომ" ბოლოს 2 ივნისს "რუსთავის" წინააღმდეგ მატჩში გაიმარჯვა. ბათუმელებს 43 ქულა მოუგროვდათ და ლიდერ "საბურთალოს" სამი ქულით ჩამორჩებიან. "ვეტერინარები" კი ბოლო ადგილზე 15 ქულით არიან. მომდევნო მატჩს "ვიტ ჯორჯია" "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო "დინამო" "ჩიხურას" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110452