ფეხბურთი

18:52 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი ტრავმის გამო 4-6 კვირას იუქმებს

წუხელ, პრემიერლიგის გამხსნელ მატჩში, „ლივერპულმა“ „ნორვიჩს“ 4:1 მოუგო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ერთი საწყენი ამბავი რომ არა. 39-ე წუთზე მერსისაიდელთა ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონმა ტრავმა მიიღო და მინდორი დატოვა.

ერთ ეპიზოდში, ბურთის თამაშში შეყვანისას, საკუთარ საჯარიმოში ალისონს ფეხი აუცურდა და უეხერხულად წაიქცა. ბრაზილიელმა მოედანი თავადვე დატოვა, თუმცა კოჭლობით.

დღეს მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და სავარაუდოდ, 4-6 კვირას ვერ ითამაშებს. მას კუნთის ძარღვის გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს - გვამცნობს თავის ტვიტერზე ჟურნალისტი დომინიკ კინგი.

იურგენ კლოპმა კი თქვა, ალისონი, 14 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩსაც გამოტოვებსო, „ჩელსის“ წინააღმდეგ.

0.128959