ჭიდაობა

22:37 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგავასა და სულავას ოქროები ბალავაძე-კარტოზიას მემორიალზე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, მასპინძლებისთვის, მეორე ფინალურიც დღეც ბარაქიანი გამოდგა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ოთარ გოგავა (57 კგ.) და გიორგი სულავა (74 კგ.) ავიდნენ, ვერცხლს კი თემურ ბერუაშვილი (74 კგ.) და ბერძნულ-რომაული გუნდის წარმომადგენელი შალვა ხაჩიძე (87 კგ.) დაეუფლნენ.
გოგავამ ფინალში აზერბაიჯანელი ისლამ ბაზარგანოვი დაამარცხა, სულავამ ბერუაშვილს აჯობა, ხაჩიძემ კი გადამწყვეტი ორთაბრძოლა ირანელ რამინ ტაჰერისართანისთან დათმო.
ამას გარდა, ქართველ ფალავანთა აქტივში 3 ბრინჯაოს მედალიც გახლდათ. “თავისუფლებიდან” კვარცხლბეკზე რამაზ თურმანიძე (57 კგ.) და ცოტნე აბალაკი (65 კგ.) ავიდნენ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კი კიდევ 1 მედალი ნიკა საბანაშვილმა (67 კგ.) მოუტანა.
ბალავაძისა და კარტოზიას სახელობის მემორიალი ხვალ დასრულდება, დარჩენილი წონითი კატეგორიების ფინალური წყვილები (სტარტი 16:00 საათზე) კი ასე გახლავთ დაკომპლექტებული:

თავისუფალი ჭიდაობა
86 კგ. გასემურ კამრანი (ირანი) – გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი)
97 კგ. მამუკა კორძაია (საქართველო) – მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (საქართველო) – ალექსი ჟორჟოლიანი (საქართველო)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
82 კგ. აივენგო რიკაძე (საქართველო) – რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
97 კგ. სარავი მოჰამადჰადი (ირანი) – ორჰან ნურიევი (აზერბაიჯანი)
130 კგ. ლევან არაბული (საქართველო) – ნავეერ ნავეენი (ინდოეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113931