ფეხბურთი

21:22 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურამ "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლუკას მოურამ "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2024 წლის ივლისამდე იქნება. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ლონდონურმა კლუბმა 2018 წლის დასაწყისში "პარი სენ ჟერმენიდან" 28.4 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ბრაზილიელმა შემტევმა გასულ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მოურასთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იყო, როდესაც "ტოტენჰემმა" სტუმრად მისი ჰეთთრიკის წყალობით 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა.

სტატისტიკა
0.239794