ფეხბურთი

20:20 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" სესენონი დაიმატა

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ფულჰემის" მარცხენა გარემარბი რაიან სესენონი კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. როგორც "მამლების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 19 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა.

სესენონი "ფულჰემის" აადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობდა. მას შემდეგ რაიანმა 120 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. სესენონს ინგლისის ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 21 წლამდელთა გუნდში კი 2018 წლიდან ირჯება და 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11111