ფეხბურთი

19:55 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ედენ აზარმა "რეალში" ნომერი აირჩია

მადრიდის „რეალში“ ედენ აზარი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდზე გუნდის შემადგენლობაში ბელგიელი ხსენებული ნომრით წერია.

ყოფილმა მე-7 ნომერმა მარიანო დიასმა კი 24-ნომრიანი მაისური მოირგო. მოგეხსენებათ, აზარმა პრესეზონის მატჩები 50-ნომრიანი მაისურით ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „რეალში“ 7 ნომრით ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც რაიმონ კოპა, რაული და კრიშტიანუ რონალდუ არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111257