ფეხბურთი

18:30 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლასე შონე "ჯენოაში" ითამაშებს

იტალიურმა „ჯენოამ“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ ლასე შონე გადაიბირა. ტრანსფერი გენუური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

დანიელმა ახალ კლუბთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება.

ლასე შონე „აიაქსში“ 2012 წლიდან თამაშობდა და 286 მატჩში 64 გოლის გატანა მოასწრო. მანამდე კი „ნაემეგენის“, „გრააფსხაპისა“ და „ჰერენვენის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113931