ფეხბურთი

15:48 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა“ დიბალა, შესაძლოა პსჟ-ში გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა თავისი თავდამსხმელის, პაულო დიბალას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდვას ფიქრობს. ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.

The Independent-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ 25 წლის ფეხბურთელს სავარაუდოდ „პარი სენ-ჟერმენში“ გაყიდის. ტურინელები მზად არიან დიბალა სხვა კლუბშიც გაუშვან, თუკი ის არგენტინელის მაღალ ფინანსურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ბოლო დროს დიბალა ვის აღარ დაუკავშირეს, მათ შორის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ტოტენჰემს,“ მაგრამ მოლაპარაკებები სწორედ გაზრდილი ფინანსური მოთხოვნების გამო იშლებოდა. თანაც არგენტინელის აგენტი დამატებით კიდევ სოლიდურ საკომისიოს ითხოვდა.

გასულ სეზონში დიბალამ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირში 42 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ხუთჯერ საგოლედ უპასა.

0.159292