ფეხბურთი

14:16 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" გუნდოგანთან გაახანგრძლივა

"სიტიმ" გუნდის 28 წლის გერმანელ ნახევარმცველთან ილქაი გუნდოგანთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კონტრაქტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გუნდოგანი "სიტის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 117 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ილქაის "ბოხუმში" "ნიურნბერგში" და "დორტმუნდში" უთამაშია. ნახევარმცველი 2011 წლიდან გერმანიის ნაკრების წევრია, 33 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.281606