ფეხბურთი

10:50 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" კარსონი დაიმატა

"მანჩესტერ სიტიმ" "დერბი ქაუნთიდან" იჯარის წესით 33 წლის ინგლისელი მეკარე სკოტ კარსონი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მეკარემ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კარსონს "ლივერპულში", "ლიდსში", "შეფილდში", "ასტონ ვილაში", "ბურსასპორში", "უიგანში" და ბოლოს 2015 წლიდან "დერბი ქაუნთში" თამაშობდა, სადაც 171 შეხვედრა ჩაატარა. სკოტი 2007 წლიდან ინგლისი ნაკრების წევრია, თუმცა სულ ოთხი შეხვედრა აქვს გამართული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117493