ფეხბურთი

9:04 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ მეტოქეს 23 გოლი გაუტანა

მიუნხენის „ბაიერნი“ ცნობილ ვალბერგის მთებში აგრძელებს სეზონისთვის მზადებას. ხუთშაბათ საღამოს, ბავარიელები ტეგერნსეს საწვრთბელ ბაზაზე, ადგილობრივ „როტახ-ეგენს“ გაეჯიბრნენ და 23 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თამაშს 2 500 მაყურებელი დაესწრო.

საინტერესოა, რომ „ბაიერნის“ მაისურა პირველად მოირგო ფრანგმა ახალწვეულმა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკას ერნანდესმა.

23-დან, ყველაზე მეტი - 4 გოლი კორენტინ ტოლისომ გაიტანა. ჰეთ თრიქები შეასრულეს: რობერტ ლევანდოვსკიმ, ტომას მიულერმა, კვასი ვრიდტმა და ლეონ გორეცკამ. პორტუგალიელმა რენატუ სანშეშმა დუბლი მიითვალა. თითოც ლეონ დაიაკომ, სერჟ გნაბრიმ, ალეკსანდერ ნოლენბერგერმა და სარპრიტ სინგჰმა გაიტანეს. ერთიც საკუთარ კარში ვინმე ლარს დიტრიხმა შაგდო.

0.114681