ფეხბურთი

1:23 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი "უოტფორდის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა

სენეგალის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "რენის" ყოფილი ფეხბურთელი ისმაილა სარი კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. აფრიკელი შემტევი ინგლისური კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო მიიღეს ფრანგებმა.

სარი სენეგალური "ჯენერეიშენ ფუტის" აღზრდილია და "მეცში" 2016 წელს გადავიდა. "რენში" შემტევი 2017 წლიდან თამაშობდა, ჩაატარა 77 მატჩი, გაიტანა 18 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. სენეგალის ეროვნულ ნაკრებში სარი 2017 წლიდან ასპარეზობს.

სტატისტიკა
0.268133