ფეხბურთი

19:23 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკაკუ "ინტერის" ფეხბურთელია

ბელგიის ეროვნული ნაკრების და უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თავდამსხმელმა მილანელებთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა.

ჯერჯერობით ოფიციალურად ტრანსფერის ღირებულება უცნობია, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა 73 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ბელგიელი 2017 წელს "ევერტონიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 96 მატჩში 42 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ლუკაკუმ ასპარეზობა 2010 წელს დაიწყო. 26 წლის ასაკში რომელუს ეროვნულ გუნდში 81 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 48-ჯერ გამოიჩინა.

სტატისტიკა
0.397995