სხვა

16:20 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC -ისა და იაპონური ანიმაციური ფილმების სტუდიის ერთობლივი პროექტი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და იაპონურმა ანიმაციური ფილმების სტუდია Ponoc-მა მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე მუშაობა დაიწყეს. ფილმის პრემიერა შედგება 2020 წლის გაზაფხულზე - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე.

პროექტის მიზანია იმედის და მშვიდობის ოლიმპიური გზავნილი გაუზიაროს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა თაობას. ფილმის ტექნიკური მხარე ითვალისწინებს ხელით ხატვის ანიმაციური ტექნოლოგიის გამოყენებას.

ანიმაციური ფილმი IOC-ის საკუთრება და ლოზანის ოლიმპიური მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდება.

სტუდია Ponoc 2015 წელს დაარსა იოსიაკი ნიშიმურამ - საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ორგზის ოსკაროსანმა იაპონელმა პროდიუსერმა.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110382