ფეხბურთი

14:35 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ კიევის „დინამოში“ არ მიდის

დონეცკის შახტარის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, უარყო ინფორმაცია მისი კიევის „დინამოს“ დამრიგებლად დანიშვნის შესახებ. უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ 74 წლის რუმინელი სპეციალისტი გასულ პარასკევს კიევში ჩაფრინდა, რათა მეორე დღეს „დინამო“ – „შახტარის“ მატჩს დასწრებოდა.

„ეს მართალი არ არის. არ ვიცი, ვინ მოიგონა. კიევში იმიტომ ჩავედი, რომ უბრალოდ თამაშის ნახვა მინდოდა. მაინტერესებდა როგორ დონეზე არიან დღეისათვის. „დინამოსგან შეთავაზება არ ყოფილა,“ - უთხრა ლუჩესკუმ Football.ua-ს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, კიეველებმა ალეკსანდრ ხაცკევიჩის ხელმძღვანელობით, სტუმრად „ბრიუგესთან“ 0:1 წააგეს.

0.113526