ფეხბურთი

13:14 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟეზუსს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

„მანჩესტერ სიტისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს, გაბრიელ ჟეზუსს, წლევანდელი კოპა ამერიკის ფინალში პერუს წინააღმდეგ (3:1), უღირსი საქციელისთვის კონმებოლის სადისციპლინო კომიტეტმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა - გვამცნობს Globo Esporte.

მატჩის 70-ე წუთზე მსაჯმა ჟეზუსს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. გაბრაზებულმა შემტევმა ჯერ წყლით სავსე ბოთლს მიარტყა ფეხი, შემდეგ იმ კაბინას დასცხო მუშტები, რომელშიც მსაჯები ვიდეოგამეორეაბას უცქერენ.

ასე რომ, ჟეზუსს ბრაზილიის ნაკრების გლობალ ტურის უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს.

0.115281