ფეხბურთი

11:49 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გალათასარაიმ“ თურქეთის სუპერთასი მოიგო

ანკარაში, „ერიამანის“ სტადიონზე, თურქეთის სუპერთასის მატჩში, „გალათასარაიმ“ „აკხისარსპორს“ 1:0 მოუგო და მეთექვსმეტედ დაეუფლა პრესტიჟულ პრიზს.

ერთადერთი ბურთი 38-ე წუთზე იუნეს ბელანდამ გაიტანა.

„გალათასარაი“ 2018-19 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. „აკხისარსპორი“ კი თურქეთის თასის ფინალში გავიდა და იმავე „გალასთან“ დამარცხდა.

0.122598