ფეხბურთი

0:50 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კანსელუ "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს

პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოაუ კანსელუ კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„სიტიმ“ „იუვენტუსს“ ბრაზილიელი მცველი დანილო დაუთმო და 28.5 მილიონი ევროც გადაუხადა.

კანსელუ „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და 34 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი, „ინტერისა“ და „ვალენსიას“ რიგებში უთამაშია.

0.107541