ფეხბურთი

17:38 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ბრაზილიელი მცველი ლეო დუარტე გაიფორმა. აღნიშნულ ცნობას იტალიის სერია A-ს ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „როსონერიმ“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ 11 მილიონი ევრო გადაუხადა.

ლეო დუარტე „ფლამენგოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.112996