ფეხბურთი

17:11 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს

პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და გუნდის ხელმძღვანელობას ახალი ფეხბურთელების შეძენისკენ მოუწოდებს.

როგორც პოლონელმა განაცხადა, „რეკორდმაისტერს“ მინიმუმ სამი ახალი ფეხბურთელი სჭირდება.

„ვფიქრობ სამი ახალი ფეხბურთელი გვჭირდება. შეტევაში რიბერი, რობენი და ხამესი დავკარგეთ, სანაცვლოდ კი არავინ გვიყიდია. თუ სანე მოვა, კიდე ერთი ფლანგის შემტევი დაგვჭირდება. მერე კი ერთი საყრდენი ნახევარმცველი ან ცენტრალური მცველი.

მთელი სეზონის განმავლობაში 13-14 ფეხბურთელით თამაში რთული იქნება. 50-60 თამაში გველოდება, ყოველკვირაში. ჩვენ შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება, ჰიონესმა და რუმენიგემ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება იციან“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110874