ფეხბურთი

16:44 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს. ხორვატი ფეხბურთელი „სამეფო კლუბმა“ დღეს „ზალცბურგთან“ ამხანაგური მატჩისთვის არ გამოიძახა, ისევე როგორც გარეთ ბეილი, მარიანო დიასი და ხამეს როდრიგესი.

ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთაც მადრიდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

მოდრიჩის მადრიდიდან აბარგება კი, შესაძლოა დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერმა განაპირობოს და როგორც ცნობილია, ესპანური გუნდის ჰოლანდიელის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

ბალკანელი მადრიდში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ იტალიაში გადაბარგების შემთხვევაში ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო დროს მოდრიჩი „მილანის“ სოციალური გვერდის აქტიური მომხმარებელი გახდა, რაც ადგილობრივი მედიის ცნობით, კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ „როსონერიში“ მისი გადაბარგება რეალურია.

სტატისტიკა
0.243618