ფეხბურთი

16:17 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარდან მინასიანი: "თბილისში მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ"

„არარატ-არმენიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა „საბურთალოსთან“ (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სომეხი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქისგან სიურპრიზი არ უნახავს, რადგან იცოდა, რომ კარგი გუნდი იყო.

მინასიანის განცხადებით, „არარატ-არმენიას“ მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო, მაგრამ თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის.

„პირველ ტაიმში ყველაფერი გავაკეთეთ რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ 70-ე წუთიდან ფიზიკურმა პრობლემამ იჩინა თავი. ჩვენ ბრძოლაში დავმარცხდით და მეტოქის გოლებცი ჩვენმა შეცდომებმა განაპირობა.

მეტოქე ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს და ეს მას დაეხმარა. ჩვენი გამოცდილება და ფიზიკური მომზადება კი საკმარისი არ გამოდგა. ბევრი ახალწვეული გვყავს, ჩვენი მეხუთე თამაში იყო. მეორე ნახევარში მთელი გუნდი დაიღალა, ბევრ ბურთს ვკარგავდით განსაკუთრებით ფლანგებზე. მეტოქე კი ნამდვილად კარგი და ძლიერი გუნდია.

მართალია, „საბურთალო“ ევროთასებზე გამოუცდელია, მაგრამ 20-წლიანი ისტორია გააჩნია. ამ ზაფხულს 5 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ დრო სჭირდებათ ადაპტაციისთვის. შეუძლიათ ინდივიდუალურ ეპიზოდებში კარგად ითამაშონ, მაგრამ გუნდური თამაშისთვის დროა საჭიროა მეტოქის თამაშით გაკვირვებული არ ვარ, რადგან მაღალი დონის გუნდია. სასურველი იქნებოდა მეორე გოლის გატანა, მაგრამ მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდებოდი.

მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩვენ თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის წავალთ. ახლა 10 აგვისტოს შიდა ჩემპიონატის მატჩზე ვფიქრობთ და შემდეგ ვიფიქრებთ საპასუხო შეხვედრაზე. ვიმეორებ, მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ და ასე იქნება თბილისშიც“, - აღნიშნა მინასიანმა.

0.134931