ფეხბურთი

15:47 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეინა: „დროა, „ლივერპულმა“ პრემიერლიგა მოიგოს“

„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, პეპე რეინამ, ჟურნალისტებს პრემიერლიგის ახალი სეზონის შესახებ ესაუბრა.

„97 ქულა მოაგროვო და მეორე ადგილზე გახვიდე, ეს დაუჯერებელია. რაღა უნდა გაეკეთებინა „ლივერპულს“ ჩემპიონი რომ გამხდარიყო? თუმცა, გარჯა არც „მანჩესტერ სიტის“ უნდა დავუკარგოთ, რომლებმაც ზედიზედ 15 თუ 16 თამაში მოიგეს და ლამის ასქულიან ზღვარს უწიეს. ესეც დაუჯერებელია.

დრო მოვიდა „ლივერპულმა პრემიერლიგა მოიგოს. მათ ძალიან კარგად იმუშავეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კლოპის მისვლის შემდეგ.

მგონია, რომ ახალ სეზონშიც ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები „სიტი“ და „ლივერპული“ იქნებიან.“ - ციტირებს რეინას სიტყვებს The Mirror.

0.11575