ფეხბურთი

0:58 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი პრემიერლიგაში საუკეთესო დრიბლიორია!

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში დრიბლინგების კუთხით ოთხი ტურის თავზე საუკეთესოა.

რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით განვლილი ტურების შემდეგ დავითაშვილის დრიბლინგების 85% წარმატებული გამოდგა და მსგავსი შედეგი ამ ეტაპისთვის არავის აქვს.

შეგახსენებთ, დავითაშვილი განვლილ ოთხ ტურში „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.113261