ჩოგბურთი

23:52 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას წარუმატებელი სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანულ ჰეჩინგენში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) წარუმატებელი სტარტი აიღო.

შეჯიბრის საწყის რაუნდში სოფო “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ ლაურა შაედერს გაეჯიბრა და 1:6, 4:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში შაფათავასა და უზბეკ ალბინა ხაბიბულინას მე-4 განთესვა აქვთ და მერვედფინალში რუმინულ-შვეიცარიულ დუეტს (ფეტეკაუ-კენელი) გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113897