ფეხბურთი

16:08 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ მალი: "ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა"

“საბურთალომ” ერევანში მატჩისწინა ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც მცირე კომენტარი ქართული კლუბის მცველმა ნიკოლოზ მალიმ

“მიმაჩნია, რომ კარგი მოწინააღმდეგე გვყავს, რადგან ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სუსტი გუნდი ვერ გავიდოდა. გუნდში კარგი ფსიქოლოგიური გარემოა და საბრძოლველად ვართ განწყობილები. ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ, შემდეგ პლეი-ოფში რომ მოვხვდეთ და წინ წავიწიოთ”.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" დღევანდელი მატჩი ერევანში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.118542