ფეხბურთი

9:46 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოშელნის „არსენალში“ დარჩენა აღარ სურს

ლონდონის „არსენალის“ მცველს, ლორან კოშელნის, კლუბში დარჩენა აღარ სურს. 33 წლის ფრანგი უკმაყოფილო დარჩენილა იმით, რომ „მეთოფეებს“ მისთვის კონტრაქტის მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივება შეუთავაზებიათ.

შედეგად, მან აშშ-ის ტურნეში გამგზავრებაზე უარი თქვა და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა. მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, მას ძირითად გუნდში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ კოშელნის სხვა გუნდში გადასვლა სურს - წერს Mirror.

მისით რამდენიმე ფრანგული კლუბი ყოფილა დაინტერესებული, კერძოდ, „ლიონი,“ „ბორდო“ და „რენი.“ ყველაზე რეალური კი ამ უკანასკნელის შეთავაზება ყოფილა.

კოშელნი „არსენალში“ 2010 წლიდან თამაშობს და მისი კონტრაქტი ძალაში 2020 წლის ზაფხულამდეა.

გასულ სეზონში ფრანგმა პრემიერლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 ბურთი გაიტანა.

0.115595