ფეხბურთი

9:05 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა დიბალაში 60 მილიონი გადაიხადოს

„პარი სენ-ჟერმენი“ ტურინის „იუვენტუსის“ შემტევის, პაულო დიბალას შეძენით ყოფილა დაინტერესებული - გვამცნობს ფრანგული ტელეარხი Canal+. პარიზული კლუბი მზადაა არგენტინელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ზაფხულის დასაწყისში დიბალა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკება ფეხბურთელის ძალან მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო ვერ მოხერხდა. მისი აგენტი კიდევ დამატებით საკომისიოებს ითხოვდა და შედეგად, დიბალამ სამედიცინო შემოწმება ისევ „იუვენტუსში“ გაიარა.

გასულ სეზონში 25 წლის არგენტინელმა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით, ყველა ტურნირში 42 მატჩი ითამაშა, 10 ბურთი გაიტანა და ხუთჯერ საგოლედ უპასა. იტალიურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

0.13274