ფეხბურთი

15:55 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის პლეი-ოფში "საბურთალოსა" და "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, "დინამო თბილისისა" და "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ ქართული გუნდები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერს გადალახავენ.

"საბურთალოს" წილისყრისას საკმაოდ გაუმართლა და მეტოქედ განუთესავი წყვილი ერგო. არადა, ოთხიდან სამი სავარაუდო წყვილი განთესილი იყო, ასე, რომ საქართველოს ჩემპიონს უკმაყოფილობის საბაბი არ უნდა ჰქონდეს:

„არარატ-არმენია“ (სომხეთი) / „საბურთალო“ (საქართველო) – „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი) / „კალიუ“ (ესტონეთი)

წილისყრის შედეგებით ცუდ ხასიათზე არც "დინამოს" შემთხვევაში უნდა ვიყოთ, რადგან თუ "ფეიენოორდის" ბარიერს დაძლევს, პლეი-ოფში "ნორჩეპინგი" - "ჰაპოელის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„ფეიენოორდი“ (ჰოლანდია) / „დინამო“ (საქართველო) – „ნორჩეპინგი“ (შვედეთი) / „ჰაპოელ ბეერ-შევა“ (ისრაელი)

მოგეხსენებათ, "საბურათალოს" ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად "არარატ-არმენიას" დამარცხება სჭირდება და პირველი მატჩი 6 აგვისტოს, ერევანში გაიმართება. "დინამო თბილისის" მეტოქე კი, როტერდამის "ფეიენოორდია" და ამ გუნდთან პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს ჰოლანდიაში შედგება.

რაც შეეხება სხვა წყვილებს, შემდეგნაირია:

„მაკაბი“ (ისრაელი) / „სუდუვა“ (ლიეტუვა) გამარჯვებული – „დინამო“ (ხორვატია) / „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) დამარცხებული

„ცრვენზა ზვეზდა“ (სერბეთი) / „კოპენჰაგენი“ (დანია) დამარცხებული - „რიგა“ (ლატვია) / „ჰიკი“ (ფინეთი) გამარჯვებული

„კლუჟი“ (რუმინეთი) / „სელტიკი“ (შოტლანდია) დამარცხებული - „შერიფი“ (მოლდოვა) / „აიკი“ (შვედეთი) გამარჯვებული

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) / „ტნს“ (უელსი) გამარჯვებული - „მარიბორი“ (სლოვენია) / „როსენბორგი“ (ნორვეგია) დამარცხებული

„სუტიესკა“ (მონტენეგრო) / „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია) გამარჯვებული - „აპოელი“ (კვიპროსი) / „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) დამარცხებული

„სლოვანი“ (სლოვაკეთი) / „დანდალკი“ (ირლანდია) გამარჯვებული - პაოკ (საბერძნეთი) / „აიაქსი“ (ჰოლანდია) დამარცხებული

„ასტანა“ (ყაზახეთი) / „ვალეტა“ (მალტა) - „სარაევო“ (ბოსნია) / „ბატე“ (ბელარუსი)

„ტორინო“ (იტალია) / „შახტიორი“ (ბელარუსი) – „პიუნიკი“ (სომხეთი) / „ვულვზი“ (ინგლისი)

„კრაიოვა“ (რუმინეთი) / აეკ (საბერძნეთი) – „სპარტა“ (ჩეხეთი) /“ტრაბზონსფორი“ (თურქეთი)

„ლეგია“ (პოლონეთი) / „ათრომიტოსი“ (საბერძნეთი) – „მიდტიულანდი“ (დანია) / „რეინჯერსი“ (შოტლანდია)

„სტიაუა“ (რუმინეთი) / „მლადა“ (ჩეხეთი) - „ვენტსპილსი“ (ლატვია) / „ვიტორია“ (პორტუგალია)

აეკ (კვიპროსი) / „გენტი“ (ბელგია) – „რიეკა“ (ხორვატია) / „აბერდინი“ (შოტლანდია)

„ჰაგესუნდი“ (ნორვეგია) / პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია) – „აუსტრია“ (ავსტრია) / „აპოლონი“ (კვიპროსი)

„ლუცერნი“ (შვეიცარია) / „ესპანიოლი“ (ესპანეთი) - ცსკა (ბულგარეთი) / „ზორია“ (უკრაინა)

„პარტიზანი“ (სერბეთი) / „მალათიასფორი“ (თურქეთი) – „მიოლდე“ (ნორვეგია) / „არისი“ (საბერძნეთი)

„ბრონდბიუ“ (დანია) / „ბრაგა“ (პორტუგალია) – „თუნი“ (შვეიცარია) / „სპარტაკი“ (რუსეთი)

„მალმე“ (შვედეთი) / „ჟრინსკი“ (ბოსნია) – „ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი) – „ბნეი იეჰუდა“ (ისრაელი)

„ლოკომოტივი“ (ბულგარეთი) / „სტრასბურგი“ (საფრანგეთი) – „ვადუცი“ (ლიხტანშტაინი) / „აინტრახტი“ (გერმანია)

„მარიუპოლი“ (უკრაინა) / „ალკმაარი“ (ჰოლანდია) – „ანტვერპენი“ (ბელგია) / „პლზენი“ (ჩეხეთი)

ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 22 და 29 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 8-15 აგვისტოსაა ჩანიშნული. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის წილისყრას, 30 აგვისტოს მონაკოში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11448