ფეხბურთი

14:43 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ცნობილია სავარაუდო წყვილები, რომლებიც ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებენ.

„დინამო“ (ხორვატია) / „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „მარიბორი“ (სლოვენია) / „როსენბორგი“ (ნორვეგია)

„კლუჟი“ (რუმინეთი) / „სელტიკი“ (შოტლანდია) – „სლავია“ (ჩეხეთი)

„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) / „კოპენჰაგენი“ (დანია)

„აპოელი“ (კვიპროსი“) / „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – პაოკ (საბერძნეთი) / „აიაქსი“ (ჰოლანდია)

„ბაზელი“ (შვეიცარია) / „ლინცი“ (ავსტრია) – „ბრიუგე“ (ბელგია) / „დინამო“ (უკრაინა)

„ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) / „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „კრასნოდარი“ (რუსეთი) / „პორტუ“ (პორტუგალია)

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები 20-21 აგვისტოს, ხოლო საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 27-28 აგვისტოს შედგება. იქამდე კი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6-7 და 13 აგვისტოსაა დაგეგმილი.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის წლისყრა 29 აგვისტოს, მონაკოში გაიმართება. ჩვენთვის კი, ყველაზე საინტერესო ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრაა, რომელიც სულ მალე, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

0.113673