ფეხბურთი

15:10 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" პოგბას დამატებისთვის ფეხბურთელი უნდა გაყიდოს

პოლ პოგბას დიდი ხანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს, ხოლო მადრიდის „რეალს“ მისი დამატება. თუმცა, ტრანსფერს აფერხებს ის გარემოება, რომ მადრიდელებმა ჯერ რომელიმე მოთამაშე უნდა გაყიდონ.

ხამეს როდრიგესი, გარეთ ბეილი ან მარიანო დიასი - ერთ-ერთმა „სამეფო კლუბი“ უნდა დატოვოს და „რეალს“ მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა პოგბასთვის რეალურად ბრძოლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ დრო არც ისე ბევრი დარჩა. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება. თუმცა, „სამეფო კლუბს“ პოგბას დამატება მერეც შეუძლია, რადგან ესპანეთში ფეხბურთელების შეძენა 2 სექტემბრამდეა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, „მანჩესტერი“ პოგბას 8 აგვისტოს შემდეგ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მანამდე მისი შემცვლელის დამატებას მოახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისელები ფრანგ ნახევარმცველს 170 მილიონ ევროდ აფასებენ, ხოლო „რეალის“ გარდა სერიოზულ ინტერესს ტურინის „იუვენტუსიც“ იჩენს.

0.108471