ფეხბურთი

11:12 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დოკამპო: "კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს ხვალ ან ზეგ დაუბრუნდება"

რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის ცსკა-სთან საკუთარ მოედანზე (0:1) დამარცხდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ყაზანელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ბექა მიქელთაძემ და ზურიკო დავითაშვილმა, ხოლო ცვლილებაზე გამოჩნდა ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

საინტერესოა, რომ განაცხადში არ ყოფილა ხვიჩა კვარაცხელია და როგორც ყაზანელთა მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ განაცხადა, ვარჯიშს უახლოეს ორ დღეში დაუბრუნდება.

„ყიფიანი? მისთვის რთული იყო დღეს თამაშში ჩართვა, რადგან გუნდს ახლახან შეუერთდა. გვინდოდა შეტევას დახმარებოდა და პასებში ნაკლები შეცდომა ჰქონოდა. ვცადეთ, მაგრამ როგორც ყველა დანარჩენმა ვერ გააძლიერა გუნდის თამაში.

კვარაცხელია? გაციებულია. ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდება“, - აღნიშნა დოკამპომ.

აქვე გეტყვით, რომ "რუბინს" ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და "ლოკომოტივთან", "ურალთან", "არსენალთან" და "კრასნოდართან" ერთად მეოთხე-მერვე ადგილებს ინაწილებს.

0.127559