სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:39 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" მალხაზ ასათიანს დაბადების დღე მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართული ფეხბურთის უახლესი წარსულის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი დღეს 38 წლის გახდა. ქართველი ფეხბურთელის იუბილე არ გამორჩენია მოსკოვის „ლოკომოტივს“, სადაც მალხაზმა კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა.

„რკინიგზელთა“ ვებგვერდმა ასათიანს პატარა ჩანახატი მიუძღვნა:

„4 აგვისტოს 38 წლის გახდა „ლოკომოტივის“ მცველი მალხაზ ასათიანი, რომელმაც ჩვენი გუნდის მაისურით ასზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ასათიანი „ლოკომოტივს“ 2003 წელს შეუერთდა და რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მალევე გახდა. იმავე დროს მალხაზის კარიერა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იწყებოდა, ზოგჯერ ფორვარდის ამპლუაშიც თამაშობდა. დაცვაში კი იური სიომინის მოთხოვნით გადაინაცვლა. ასათიანი ამ პოზიციას პირველად უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებში დაეუფლა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მონაკოსთან“.

მალხაზი კი სიომინს ყოველთვის კარიერის მთავარ მწვრთნელად მიიჩნევდა: „მან მასწავლა ბურთის შერჩევის მომენტი. მანამდე ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. ვარჯიშებზე მხოლოდ ბურთის წართმევას ვცდილობდი, რადგან სიომინს არ მოსწონდა, როდესაც მეტოქე გატყუებდა. მატჩების დროს ის წამოიძახებდა: ასათიანი პასი ცენტრში! ზოგჯერ აღმოჩნდებოდა, რომ ფლანგები დახურული იყო და ცენტრის საშუალებით იწყებოდა შეტევა. უმჯობესია ბურთი ფლანგზე დაიკარგოს, ვიდრე ცენტრში“, - იხსენებს ასათიანი.

„ლოკომოტივში“ ასათიანმა რუსეთის ჩემპიონატი, რუსეთის თასი და ორჯერ რუსეთის სუპერთასი მოიგო. ორჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო ორჯერ ქვეყნის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა“, - წერს მოსკოველთა ვებგვერდი.

ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ მალხაზ ასათიანის კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, სადაც 1999-2003 წლებში 76 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მათ შორის, 2002 წელს საჩემპიონო მატჩში თბილისის „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლი, რამაც იმერული გუნდი გააჩემპიონა.

„ლოკომოტივში“ ასათიანი 2003-2008, 2009-2010 წლებში ირჯებოდა და 115 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. 2008-2009 წლების სეზონი კი, კიევის „დინამოში“ გაატარა, სადაც მწვრთნელი მისთვის კარგად ნაცნობი იური სიომინი იყო.

აღსანიშნავია, რომ მალხაზი კარიერას შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იწყებდა, მაგრამ 2004 წლის თებერვალში, როდესაც „ლოკომოტივი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მომავალ ფინალისტ „მონაკოს“ ხვდებოდა, რუსებს ცენტრალური მცველის პრობლემა შეექმნათ. იური სიომინმა კი გადაწყვიტა, რომ ასათიანი სწორედ ამ პოზიციაზე გამოეცადა. ქართველმა ფრანგულ გუნდთან ორივე შეხვედრაში დაცვის ცენტრში ჩინებულად ითამაშა და მას შემდეგ მცველად გადაიქცა. „ლოკომოტივი“ კი „მონაკოსთან“ სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო დამარცხდა (2:1, 0:1).

საქართველოს ნაკრებში ასათიანი ალენ ჟირესის მოღვაწეობის პერიოდში თავდამსხმელებს უკან ირჯებოდა, თუმცა, მისი მემკვიდრეები სიომინის მსგავსად დაცვაში ათამაშებდნენ. საბოლოო ჯამში მალხაზმა „ჯვაროსნების“ მაისურით 43 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მათ შორის, დანიის ნაკრებთან ულამაზესი სოლორეიდის შედეგად (2:2), აგრეთვე ტრაბზონში თურქეთის ნაკრებთან ქულის მომტანი თავური (1:1) უნდა გამოვარჩიოთ, მაგრამ მთავარი გოლი რაღა თქმა უნდა, თბილისში 2003 წელს, რუსეთის ნაკრებს ასევე თავით გაუტანა და საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო.

ასათიანი სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თითოჯერ რუსეთისა და უკრაინის, ერთხელ რუსეთის თასი, ორჯერ კი სუპერთასი მოიგო. ცხადია, გულდასაწყვეტია, რომ მალხაზ ასათიანის კარიერა ძალზე ადრეულად, 29 წლის ასაკში დასრულდა. არადა, ეს, ის ასაკია, როდესაც ბევრი ფეხბურთელი კარიერის პიკზე გადის.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114006
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X