ფეხბურთი

20:18 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის სუპერთასი მოიგო

ლეგენდარულ „უემბლიზე“ დამთავრდა ინგლისის სუპერთასის (Community Shield) მატჩი. „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულს“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში 5:4 სძლია. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა.

ანგარიში მე-12 წუთზე „ქალაქელმა“ რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. „ლივერპულმა“ 77-ზე გაათანაბრა. ვირჯილ ვან დეიკმა სჯარიმოდან ჩააწოდა და ჟოელ მატიპმა თავურით შეაგდო.

თერთმტმეტრიანების სერიაში კი ერთადერთი პენალტი ჟორჟინიო ვეინალდუმმა გააცუდა. მეკარე კლაუდიო ბრავომ აუღო.

საერთოდ, „ლივერპულმა“ უკეთესი შთბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. სადიო მანეს არყოფნის მიუხედავად, მერსისაიდელები მაინც სოლიდურად გამოიყურებოდნენ შეტევაში. სამჯერ ძელსაც მოარტყეს ბურთი. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ვან დეიკის დარტყმა გახლდათ, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზთან დაეცა, დაახლოებით ისეთი იყო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რომ მოხდა. ინგლისელი ჯეფ ჰერსტის გერმანელთა კარში გატანილი გოლის ნამდვილობაზე ხომ დღემდე კამათობენ.

მატჩის გმირი კლაუდიო ბრავო გახდა. მან ერთადერთი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს დიდად დაეხმარა ტიტულის მოპოვებაში. საინტერესოა, რომ ბრავოს ტრავმის მიზეზით ლამის მთელი შარშანდელი სეზონი გაუცდა და ახლახან მოყოჩაღდა.

„სიტიმ“ ნაციონალური რეკორდიც დაამყარა. პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ყველა პრიზი მოიგო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ლიგის თასის ფინალში მათ „ჩელსის“ სძლიეს. ასევე პენალტების სერიაში დაამარცხეს 4:3. ასოციაციის თასის გადამწყვეტ მატჩში „უოტფორდი“ გაანადგურეს (6:0). პრემიერლიგაშიც ჩემპიონები გახდნენ.

ლივერპული - მანჩესტერ სიტი 1:1 (4:5 პენ)

ლონდონი. „უემბლი.“ 77 565

0:1 სტერლინგი (12), 1:1 მატიპი (77)

პენალტები: შაჩირი 1:0, გიუნდოგანი 1:1, ვეინალდუმი 1:1 (მეკარე), ბერნარდო სილვა 1:2, ლალანა 2:2, ოქსლეიდ-ჩემბერლენი 3:2, ფოდენი 3:3, ზინჩენკო 3:4, სალაჰი 4:4, ჟეზუსი 4:5

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ -არნოლდი (მატიპი 67), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო (კეიტა 67), ჰენდერსონი (ლალანა 79), ვეინალდუმი, ორიჯი (შაჩირი 79), სალაჰი, ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერ სიტი: ბრავო, სტოუნზი, უოკერი, ოტამენდი, ზინჩენკო, როდი, დავიდ სილვა (გიუნდოგანი 61), დე ბრუინი (ფოდენი 89), სანე (ჟეზუსი 13), ბერნარდუ სილვა, სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: დე ბრუინი (33)

0.239273